ორჯის საჯარო სკოლა მასწავლებლების მოლოდინში


ბევრს არ სჯერა, როცა ვამბობ, რომ ორჯის საჯარო სკოლაში, რომელიც 2012 წელს დავამთავრე,  მე-9 – დან მე -11 კლასამდე მათემატიკის მასწავლებელი არ მყავდა.  გავიდა 3 წელი და ეს პრობლემა პრობლემად დარჩა.

მათემატიკის გარდა, ორჯის სკოლას არ ჰყავს ქიმიის, ფიზიკის  და ბიოლოგიის პედაგოგები. ბიოლოგიის სწავლებას სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ითავსებს, რომელსაც შესაბამისი განათლება თავადაც არ მიუღია. სომხური ენის მიმრთულებაზე სწავლობდა ახალქალაქის უნივერსიტეტში ა. ჰ._ი, რომელიც დღეს სოფელ ორჯის სკოლაში  ქიმიას ასწავლის. ქიმიის მასწავლებლობა სკოლის დირექტორმა შესთავაზა და მასაც სხვა არჩევანი არ ჰქონდა. „ძალიან ძნელი იყო ჩემთვის, მე ჯერ არაფერი ვიცოდი, მაგრამ რა მექნა? დავიწყე მოსწავლეებთან ერთად სწავლა.  რა ვქნა? რამდენიც ვიცი, იმდენს ვასწავლი. არც ლაბარატორია გვაქვს და არც არაფერი, მარტო წიგნებით ვასწავლი, თან სპეციალისტი არ ვარ“, გვეუბნება ა. ჰ._ი.

პედაგოგების პრობლემა მარტო ორჯის საჯარო სკოლას არ ეხება. ახალქალაქის რაიონის ყველა სომხურ სკოლაში, გარდა ქალაქის სკოლისა, სათანადო კვალიფიკაციის პედაგოგების უკმარისობაა. ეს კი თავის მხრივ, საატესტატო გამოცდების შედეგებზე აისახება. მოსწავლეების უმეტესობას სკოლის დამთავრების ატესტატი არ აუღია. მათ უმრავლესობას კი პრობლემა სწორედ მათემატიკის, ქიმიის და ფიზიკის გამოცდებზე შეექმნათ. listen-icon-medium-blue-150x150

2011-1012 სასწავლო წლებში ორჯის საჭარო სკოლა დაამთავრა სამმა მოსწავლემ, რომელთაგან ატესტატი მხოლოდ ერთმა აიღო. ერთმა მოსწავლემ – ფიზიკის, ხოლო მეორემ  მათემატიკის და ქიმიის გამოცდები ვერ ჩააბარეს.

ვ. ს. ყვება, რომ  გამოცდაზე მას ბევრი ფორმულა შეხვდა, რაც სკოლაში საერთოდ არ გაუვლიათ. “ჩვენი მასწავლებელი კითხულობდა და ჩვენ ვიწერდით, როგორც კარნახის დროს. სულ ეგ იყო ჩვენი  ფიზიკის გაკვეთილი“, გვიამბობს ვ.ს.

2014 წელს ორჯის საჭარო სკოლა შვიდმა მოსწავლემ დაამთავრა, მაგრამ ატესტატი მათგან არცერთს არ აუღია.  პრობლემურ საგნებად ისევ ფიზიკა, ქიმია და მათემატიკა დარჩა. სკოლის მოსწავლე ჰ. მ.-ის სიტყვებით, მან მათემატიკაში საერთოდ არაფერი იცის. „არ მყავდა მათემატიკის მასწავლებელი მე-9-დან მე11 კლასამდე. მე-12 კლასში მყავდა, მაგრამ იქამდე არაფერი ვიცოდი და გამოცდა ვერ ჩავაბარე . ქიმიის შესახებ კი ჰ.მ.-ს ლაპარაკი საერთოდ არ სურს, რადგან მასწავლებელი „ჰყავდა“, მაგრამ სომხური ენისა და ლიტერატურის.

სკოლებში არსებული მდგომარეობის გამო, ბევრი მშობელი ახალქალაქიდან წასვლაზე ფიქრობს. ანაჰიტ აფოზიანი, რომელიც ახალქალაქში  43 წელი ცხოვრობს, ფიქობს, რომ შვილიშვილებისთვის განათლების მისაღებად კარგი იქნებოდა, სომხეთში წასვლა.

ანალოგიურად ფიქრობს ადგილობრივი 67 წლის გაიანე ქურდოღლიანი. „იმის გამო, რომ სკოლები ცუდ მდგომარეობაშია, – ამბობს იგი, – მშობლები ბავშვებს რუსეთში ან სომხეთში აგზავნიან და თვითონაც მიდიან. ჩვენ აქ კარგად ვცხოვრობთ, მაგრამ ვფიქრობთ ჩვენი ბავშვების მომავალზე, ჩვენი სოფლის ნახევარი უკვე წავიდა რუსეთში და სომხეთში.” listen-icon-medium-blue-150x150

რაც შეეხება ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნას, ამ მხრივ მდგომარეობა უკეთესია. იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვინც ამ ენებში გამოცდებს ვერ აბარებს, ძალიან ცოტაა. ანაჰიტ აფოზიანი ყვება, რომ ქართულის მხრივ ადრე პრობლემები არსებობდა „მაგრამ სამი წელია, რაც თბილისიდან  განათლებული სპეციალისტები ჩამოდიან და ვინც ატესტატს იღებს, სწავლის გასაგრძელებლად თბილისში მიდის“.

ორჯის საჯარო სკოლა 1999 წლიდან  სოფლის ხელოვნების ცენტრად ითვლება. ორსართულიანი შენობა 15 წელია, რაც სკოლად გადაკეთდა. ძველი სკოლა სარემონტოა. სკოლის დირექტორის სიტყვებით, ბევრჯერ მიმართა ახალქალაქის განათლების რესურს ცენტრს, მაგრამ ჯერ არაფერი შეცვლილა.

სკოლის შენობის საკითხი ალბათ ნაკლები პრობლემაა, მთავარია, კარგი და განათლებული პედაგოგები, რომელიც სკოლას აკლია. მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქში ბევრი  სომხური სკოლაა, ვფიქრობ, მათი განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის მომავალია.

10588829_667665173349769_1976176764_n

                                                                                                                გაიანე აკოჯიან

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s